sawo

კარიერა

კომპანია ბერკეტი-დიზაინი აცხადებს ვაკანსიას ელექტროობის და სუსტი დენების ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე.
შპს ბერკეტი–დიზაინი საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან. 
საქმიანობის სფეროა: გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობისა და სუსტი დენების, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება, მონტაჟი და სერვის მომსახურება. 
ჩვენი კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც მაღალ დონეზე ასრულებენ ზემოჩამოთვლილ ყველა მომსახურებას. 
,,ბერკეტი–დიზაინის’’ მრვალწლიანი, პროფესიონალური გამოცდილება მომხმარებელთა ნდობის საფუძველია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: www.berketi.ge  

ფუნქცია-მოვალეობები:

    ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
    უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით.
    მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
    აუცილებელია AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება.
    კონკრეტული დიზაინერული ამოცანების დამოუკიდებლად შემუშავების გამოცდილება;
    საქართველოში არსებული სამშენებლო მოთხოვნების, ნორმების და რეგულაციების ცოდნა;
    ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პროფესიული უნარები:
    ორგანიზებული;
    ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
    დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
    ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
    დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე. კვირა დღე დასვენება
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 (შესვენება 1 საათი)

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და მუშაობის გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hrberketi@gmail.com  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!